ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პირველი
ფული
ძვ.
წელთაღრიცხვის
VII-VI საუკუნეებში
მოჭრეს
და
მან
საქონელი
შეცვალა.
კოლხეთი
იმ
მოწინავე
სახელმწიფოთა
შორის
იყო,
რომლებმაც
ფულის
მოჭრა
დაიწყეს.
როგორ ვითარდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ნუმიზმატიკა და როგორ აისახებოდა მასზე საქართველოში არსებული მდგომარეობა,
ამ
თემასთან
დაკავშირებით
ისტორიკოს
თედო
დუნდუას
ვესაუბრეთ.
თედო დუნდუა: მონეტის შექმნა ეკონომიკის განვითარების საქმეში არის რევოლუცია.
ვიდრე
ჭრილი
ფული
შეიქმნებოდა,
ფულის
ფუნქციას
ასრულებდა
სხვადასხვა
საქონელი,
რომელსაც
საქონელფული
ერქვა.
ეს
შეიძლება
ყოფილიყო
წვრილფეხა
პირუტყვი,
ძვირფასი
მეტალის
ზოდები,
სპილენძის
სამაჯურები,
იარაღი
და
ა.შ. მაგრამ
ჭრილი
ფულის
შექმნა
დაკავშირებული
იყო
საქონელფულის
ხარვეზებთან.
მათი
შენახვა
და
ტრანსპორტირებაც
საკმაო
სირთულეებთან
იყო
დაკავშირებული.
ვაჭარს უნდა სდებოდა ჯიბეში ან ურემზე ბევრის შემსყიდველი ახალი ღირებულება. ზოდები ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა, საქონელი - მითუმეტეს.
სასურველი
იყო,
რომ
ეს
საგადასახადო
საშუალება
ყოფილიყო
ძალიან
კომპაქტური,
მცირე
მოცულობის,
მცირე
წონის
და
ძალიან
ძვირფასი.
ამიტომ
აქცენტი
აიღეს
ძვირფას
მეტალებზე.
იმიტომ, რომ ძვირფასი მეტალები ბუნებაში მცირე რაოდენობით მოიპოვება. მეორე მომენტი იყო ის, რომ ვერცხლი და ოქრო დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი
არ
ფუჭდება.
გადაწყვიტეს, რომ იშვიათი
მეტალები,
რომლის
სახმარი
ღირებულება,
ანუ
მსყიდველობითუნარიანობა
იქნებოდა
მაღალი,
შეერჩიათ
საგადასახადო
საშუალებად.
No comments:
Post a Comment